ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას 28 მარტიდან პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დათბება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 26-28 მარტს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელი უნალექო ამინდი, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება. ზოგან შესაძლოა იწვიმოს.

"იმერეთის ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა იწვიმოს, თუმცა, ჰაერი უმეტესად 19-24 გრადუსამდე გათბება",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 28- 31 მარტს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერი 12-14 გრადუსამდე დათბება. 


Print