ახალი ამბები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს.

ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს. ამოღებული ხე-ტყის ოდენობა 50 მ3 შეადგენს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.
Print