ახალი ამბები
"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა დააზიანა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ქარმა სოციალური საცხოვრისის მინები და კედლები დაბზარა.

ადგილობრივები ამბობენ, ორი დღეა რაც საცხოვრებელ ობიექტში ქარმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რაც როგორც ამბობენ ბენეფიციარების სიცოცხლეს დღითიდღე საფრთხეს უქმნის.

"სასწრაფო ზომებს თუ არ მიიღებენ, ალბათ, აქ რაიმე უბედურება დატრიალდება, კედლებსა და ფანჯრის კუთხეებში ყოველ დღე ახალი ბზარი ჩნდება," - ამბობს საცხოვრისის ბინადარი, დარეჯან სანიკიძე.


გაბზარული კედლები სოციალურ საცხოვრისში

ბენეფიციარები ობიექტში არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბენეფიციარები აქციებს აანონსებენ.

სოციალური საცხოვრისში, რომელიც ერთი წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, 70 ოჯახი  ცხოვრობს.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმამართველობაში აცხადებენ, რომ მათთვის სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები ნაცნობია და ამის აღმოსაფხვრელად სპეციალური კომისია იქმნება, რომელიც უახლოეს რამდენიმე დღეში დაიწყებს მუშაობას.

ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობის
ყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს" დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე:

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

Print