ახალი ამბები
"თამარ მეფის შეურაცხყოფას არ გაპატიებთ" - აქცია პარლამენტთან
FaceBook
ქუთაისში პარლამენტის წინ კომპანია "აიისას" წინააღმდეგ საპროტესტი აქცია მოეწყო.
აქციის მონაწილეებმა კომპანიის მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე თამარ მეფის სახის გამოსახვა დაგმეს. მათი თქმით, კომპანიამ ამ ქმედებით მათი ეროვნული და რელიგიიური გრძნობები შეურაცხყვეს.

აქციის მონაწილეები კანონის შექმნას ითხოვენ, რომლითაც, მათი თქმით,  რელიგიური და ეროვნული დისკრიმინაცია დასჯადი იქნება.

"ეს არის ბოლო წვეთი ჩვენი მოთმინების, ყოველდღე შეურაცხყოფენ ჩვენს რელიგიურ გრძნობებს. ამჯერად, ქართველი ერის სათაყვანებელი თამარ მეფის სახე გამოსახეს პრეზერვატივზე. ვითხოვთ,  შეიქმნას კანონი და უმკაცრესად იქნას დასჯილი კომპანია," – ამბობს აქციის მონაწილე,  მალხაზ მურუსიძმ.

"წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს, ვითხოვთ მოხდეს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის სრული კონფისკაცია და საწარმომ აღარ იფუნქციონეროს," - განმარტა აქციაზე მუხრან ჩუბინიძემ.

აქცის მონაწილეებმა პარლმანეტის შენობის წინ პლაკატები წარწერით: "კმარა რელიგიური და ეროვნული დისკრიმინაცია" მიიტანეს. 

Print