ახალი ამბები
ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
"გამოვხატავთ ჩვენს გულისტკივილს ჩვენი მოქალაქის წამების გამო. ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება მოვითხოვთ ერთ-ერთ ქუჩას დაერქვას არჩილ ტუტანაშვილის სახელი", - ამბობს აქციის მონაწილე, ლელა ფხაკაძე.

"ქალაქის მერია არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ ერთ-ერთ ქუჩას არჩილი ტატუნაშვილის სახელი ერქვას. მოგვმართონ განცხადებით და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს", - ამბობს თეონა გიორგაძე.


35 წლის ახალგორის მკვიდრი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის სხვა ორ ქართველთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს. დაღუპულის ოჯახის წევრები და საზოგადოების ნაწილი თვლის რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი გახდა.


Print