ახალი ამბები
რიკოთის გზაზე ავარიის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, გზა კი გახსნილი
FaceBook
ხარაგაული-რიკოთის გზაზე ავარიის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. გზა კი გახსნნილი.

როგორც "ქუთაისიპოსტს" სახანძრო-სამაშველო სამსახურში უთხრეს ხანძრის ჩაქრობა  გვიან ღამით მოხდა, ამის შემდეგ კი გზაზე მოძტაობა აღდგა. სამაშველო სამსახურში, ასევე, განმარტავენ, რომ ხანძარი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.  

ხარაგაული-რიკოთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. სატვირთო ავტომობილს ავარიის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მე - 5 ნაწილით მიმდინარეობს.



ამავე თემაზე:


ხარაგაული - რიკოთის გზაზე ავარიის გამო გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ხარაგაული-რიკოთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა

ხარაგული-რიკოთის გზაზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
Print