ახალი ამბები
ხარაგაული - რიკოთის გზაზე ავარიის გამო გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
FaceBook
ხარაგაული-რიკოთის გზაზე ავარიის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ცდილობენ.
როგორც "ქუთაისიპოსტს" სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუმარტეს, ადგილზე მობილიზებულია 6 სამაშველო ბრიგადა ყველა საჭირო აჭღურვილობით. თუმცა,  ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

არსებობს, თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე, ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას სამაშველო სამსახურში არ ფლობენ.

ხარაგაული-რიკოთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძროლი დაიღუპა. სატვირთო ავტომობილს ავარიის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მე - 5 ნაწილით მიმდინარეობს.


Print