ახალი ამბები
ხარაგაული-რიკოთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა
FaceBook
ხარაგაული-რიკოთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
სატვირთო ავტომობილს ავარიის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

სახანძრო - სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელი მიშა ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მე - 5 ნაწილით მიმდინარეობს.



Print