ახალი ამბები
ხარაგული-რიკოთის გზაზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
FaceBook
ხარაგაული-რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი უღელტეხილზე ნახევარი საათის წინ გაჩნდა.

სახანძრო - სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელი მიშა ფეიქრიშვილი აცხადებს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

"დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა,  ვიცით რომ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები," - აცხადებს ფეიქრიშვილი.

დამატებით ინფორმაციას "ქუთაისიპოსტი" შეტყობინებისთანავე მოგაწვდით. 


Print