ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე ქუთაისიდან გაემგზავრნენ
FaceBook
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე ქუთაისიდან დილის 10 საათზე სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

"დღეს გლოვის დღე გვაქვს მთელ საქართველოს. წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ასე ხდებოდეს ადამიანების გატაცება და წამება. სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად ოკუპაციის გასაპროტესტებლად ერთიანი ძალებით არ გამოვდივართ. არჩილ ტუტანაშვილის მკვლელობა იმედია იქნება ბოლო", - ამბობს ნატო დანელია.

"რისთვისაც და სადაც დღეს ჩვენ მივდივართ ეს არის რუსული ოკუპაციის შედეგი. რუსული ოკუპაცია კლავს. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია და ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ მის წინააღმდეგ", - განმარტა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

35 წლის ახალგორის მკვიდრი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის სხვა ორ ქართველთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს. დაღუპულის ოჯახის წევრები და საზოგადოების ნაწილი თვლის რომ არჩილ ტატუნაშვილი  საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
Print