ახალი ამბები
პატიმრების რაოდენობა საქართველოში, 2015 წელთან შედარებით, 6.7%-ით შემცირდა
FaceBook
მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2015 წელთან შედარებით პატიმრების რაოდენობა შემცირდა.

საქართველოს გარდა, პატიმრების რაოდენობის შემცირდა ისლანდიაში 15.9%-ით, ჩრდილოეთ ირლანდიაში 11.8%-ით, ლიტვაში 11%-ით, ბელგიაში 10.1-ით.
თუმცა საქართველო იმ ქვეყნების სიის სათავეშია, სადაც ყოველ ას ათას მოსახლეზე ასზე მეტი პატიმარი ჰყავს. ევროპის საბჭოს კვლევა 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 47 წევრი ქვეყნის 52 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 47-ის მონაცემს ასახავს. შედეგების მიხედვით ყოველ ას ათას მოსახლეზე საქართველოს 256.3 პატიმარი ჰყავს და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

ანგარიშში, ასევე, ევროპის ციხეებში 2016 წლის მდგომარეობას ასახავს, სადაც წერია, რომ ციხეები ევროპაში თითქმის ყველგან გადავსებულია. წამყვან ადგილს კი მაკედონია - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა იკავებს, სადაც 132 პატიმრის პირობებში მხოლოდ 100 ადგილია ხელმისაწვდომი, შემდეგ მოდის უნგრეთი, კვიპროსი, ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია, სერბეთი, ალბანეთი, ჩეხეთი, რუმინეთი და თურქეთი.
Print