ახალი ამბები
თხილში აღმოჩენილი სოკოვანი დაავადებები - მოსახლეობას მცენარეების შეწამვლისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ქართულ თხილში 16 სახეობის სოკოვანი დაავადება აღმოაჩინეს.
ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტი ავრცელებს. კვლევა ქართულ თხილზე თურქმა ექსპერტებმა ჩაატარეს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართულ თხილში ბევრი დამაზიანებელი დაავადება აღმოჩნდა, რომელიც ძირითადად სოკოვან ხასიათს ატარებს. კვლევების შედეგად აღმოძნდა, რომ ერთ-ერთი ასეთი დაავადება არის ასფერგილუსი, რომელიც შესაძლოა ადამიანისთვის ტოქსიკურიც იყოს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლებას მოუწოდებს, რომ მას ჩაუტარდეს შეასაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მცენარეების დროულ შეწამვლას სოკოვანი დაავადებების აღმოსაფხვრელად.

გარდა სოკოვანი დაავადებისა , უკვე მესამე წელია საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან. ის საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია. სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ, უკვე გამოაქვეყნა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა, რომელიც ცნობირების ამაღლებას, მცენარეების მონიტორინგს და ქიმიური საშუალებების შეწამვლას მოიცავს.

მიმდინარე წლის თებერვლიდან აგრონომები ფერმერებს თხილის კულტურაში აგროღონისძიებების დაწყებას ურჩევენ.

ჩამოცვენილი ფოთლების, გაფუჭებული ნაყოფების გატანა, ამონაყრების მოცილება, ჩახშირებული ტოტების გამოხშირვა, ჩამოცვენილი ფოთლებისა და ნაყოფების გატანა ფართობიდან - ეს ის აუცილებელია მექანიკური ღონისძიებების ჩამონათვალია, რომელის განხორციელება თებერვლიდან უნდა მოხდეს. აპრილის შუა რიცხვებიდან კი, კლიმატური პირობების შესაბამისად, ინტენსიური წამლობები უნდა დაიწყოს.

ამავე თემაზე:


"ავჩეხავთ და ისეთ რამეს მოვიყვანთ, რითაც ოჯახს ვარჩენთ"- დაწუნებული ქართული თხილი

იმერეთში მცენარეების შეწამვლა დაიწყება, რომელსაც ფაროსანა ანადგურებს
Print