ახალი ამბები
"პერსონალური მონაცემების სამართალდარღვევების რაოდენობა კვლავ გაზრდილია"
FaceBook
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რიგით მეხუთე ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს 2016-თან შედარებით, კვლავ გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მომართვიანობის რაოდენობა.

სტატისტიკური მონაცემები ასეთია:


145 ფაქტზე ორგანიზაციებს დაეკისრათ ჯარიმა, გაიცა 53 გაფრთხილება, სავალდებულოდ შესასრულებელი 270 დავალება და რეკომენდაცია. 11 საქმე გადაეცა სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის და შესასწავლად, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.

"გაზრდილია გაწეული კონსულტაციების რაოდენობა და მოქალაქეთა აქტიურობაც. 4800-ზე მეტი კონსულტაციიდან, რომელიც ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის გაიცა, ნახევარი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა. გაუმჯობესებულია ორგანიზაციების ინფორმირების დონეც. გასულ წლებთან შედარებით, პროგრესია მონაცემთა დამუშავების საფუძვლების იდენტიფიცირებისა და შენახვის ვადების თვალსაზრისით", - წერია ანგარიშში.

კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების კუთხით ინსპექტორის აპარატმა 2017 წელს 270 სხვადასხვა ბიზნეს პროცესი შეისწავლა, მათ შორის, შემდეგ ორგანიზაციებსა და სექტორებში:

სამართალდამცავ სექტორზე ზედამხედველობისას ინსპექტორის აპარატმა, როგორც განცხადებების განხილვის, ასევე ინსპექტირებების ფარგლებში მონაცემების კანონიერება 77 შემთხვევაში შეისწავლა, კერძოდ:



19 შემთხვევაში ორგანიზაციებს შეეფარდათ ჯარიმა, 4 შემთხვევაში - გაფრთხილება, 23 შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ინსპექტორის აპარატმა სამართალდამცავ ორგანოებს 130-ზე მეტი კონსულტაცია გაუწია.

რაც შეეხება, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის სტატისტიკურ მაჩვენებელს, აპარატში შემოვიდა მოსამართლის 699 განჩინება ფარული მიყურადება-ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში ინსპექტორმა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გამო, 25 ორგანიზაციას დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა ჯარიმისა და გაფრთხილების სახით. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესების დარღვევის გამო ორგანიზაციები დაჯარიმდნენ 23 შემთხვევაში.

აპარატი ამ ეტაპისთვის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც მოქალაქეებისთვის არასასურველ შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმს გაამარტივებს. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კომპანია ვალდებულია გაგზავნილ შეტყობინებებს უარის თქმის მექანიზმი, ე.წ Sms off–ი დაურთოს. მოქალაქის მიერ რეკლამაზე უარის თქმის SMS -ის გაგზავნიდან 10 დღის ვადაში კი, მომხმარებელთან სარეკლამო ხასიათის შეტყობინების გაგზავნა წესით უნდა შეწყდეს. თუმცა, როგორც აპარატში განმარტავენ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მექანიზმი დახვეწას საჭიროებს.

"მომხმარებელს თავისი სურვილის მიხედვით შეეძლება მონიშნოს რამდენიმე კომპანია, რომლებისგანაც სურს ან არ სურს სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების მიღება. მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში მიუთითებენ, რომ თითოეული გამოგზავნილი რეკლამისთვის უარის თქმა მოითხოვს დიდ დროს, რესურს, ასევე თანხებს და ამიტომ გამოხატავენ სურვილს რომ ერთიანი სტანდარტი არსებობდეს", – განმარტავენ აპარატში.
Print