ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის ფაქტები ყველაზე ხშირად იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვლინდება
FaceBook
მიმდინარე წელს იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმში ოჯახში ძალადობის 114 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან დევნა 74 პირზე დაიწყო.
ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლო 4 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმშია გამოვლენილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს სამეგრელო - ზემო სვანეთში ძალადობის - 62, გურიაში - 32, აჭარაში - 114, სამცხე ჯავახეთში - 60, შიდა ქართლში - 59, ქვემო ქართლში - 75, მცხეთა მთიანეთში - 48, კახეთში - 135, ხოლო იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმში ძალადობის 166 შემთხვევა დაფიქსირდა.

2016 წელს სამეგრელო,ზემო სვანეთში ძალადობის - 67, გურიაში - 20, აჭარაში - 123, სამცხე ჯავახეთში - 49, შიდა ქართლში - 78, ქვემო ქართლში - 87 , მცხეთა მთიანეთში - 45, კახეთში - 157, ხოლო იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმში კი ძალადობის 207 შემთხვევა გამოვლინდა.

ხოლო 2017 წელს, სამეგრელო, ზემო სვანეთში ძალადობის - 90 , გურიაში - 67, აჭარაში - 206, სამცხე ჯავახეთში - 126, შიდა ქართლში - 161, ქვემო ქართლში - 205, მცხეთა მთიანეთში - 26, კახეთში - 193, ხოლო იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმში ძალადობის 428 შემთხვევა დაფიქსირდა.

მიმდინარე წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ დრომდე ძალადობის 746 ფაქტია გამოვლენილი. სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ფაქტები მზარდია.

ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დაზარალებულებს მიმართავს, რომ ფაქტზე დაუყონებლივ აცნობონ უწყებას.

Print