ახალი ამბები
საქართველოში ტურისტების რიცხვი იმატებს
FaceBook
2018 წელს საქართველოში საერთაშრისო მოგზაურთა რაოდენობა მზარდია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვის მონაცემებით, საქართველოს სულ 885,047 ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.2%- ით მეტია. წინა წლის იგივე პერიოდში ქვეყანას სულ 121,989 უცხოელმა ვიზიტორმა მოინახულა.

ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში 2018 წელს აზერბაიჯანიდან (-0.6%), სომხეთიდან (+24%), თურქეთიდან (+24%), რუსეთიდან (+19.2%) და ირანიდან (+110.5%) განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან.

კერძოდ, საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-თებერვლის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +41%, ლიტვა +26%, საფრანგეთი +23%, გერმანია +11% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა კი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +132%, ირანი +110%, საუდის არაბეთი + 102%, ისრაელი +75%, ჩინეთი +53% და სხვა.

Print