ახალი ამბები
ქუთაისში, რეზო ჭეიშვილის „გადანახული ჩანაწერები“ გამოიცემა
FaceBook
ქუთაისში რეზო ჭეიშვილის ორტომეული "გადანახული ჩანაწერები"-ს გამოცემა იგეგმება.
ქუთაისის მერია ბეჭდვითი მომსახურებისთვის ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 26 მარტს იწყება და ამავე თვის 29-ში სრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7000 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული წიგნის ტირაში 600 ცალი იქნება. წიგნები ორ ეტაპად დაიბეჭდება პირველი ტომის მიწოდების ვადა 2018 წლის 20 მაისი (ტირაჟი - 300 ცალი), ხოლო მეორე ტომის მიწოდების ვადა კი 2018 წლის 1 ოქტომბერი (ტირაჟი - 300 ცალი). 

შემსრულებელს წიგნისათვის მასალებს ქუთაისის მერია მიაწოდებს.

როგორც დოკუმენტაციაშია მითითებული წიგნების გაყიდვა აკრძალულია.

Print