ახალი ამბები
ქუთაისში "მონპლეზირის" თაღთან კედლის მოსახატად კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
მონპლეზირის თაღთან დედა ენის თემასთან დაკავშირებით კედლის მოსახატად ქუთაისის მერია კონკურს აცხადებს. ქალაქის თვითმმართველობა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად კრეატიული ესკიზების გამოსავლენად ნამუშევრების მიღებას იწყებს.

ნამუშევარი უნდა შესრულდეს ქუჩის მხატვრობის, Street Art-ის სტილში. გამარჯვებული ესკიზის ავტორი შეასრულებს ნახატს მონპლეზირის თაღთან არსებული თოჯინების თეატრის კედლის ნაწილზე, ჯამში 100 კვ. მ-ის ფართზე. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 2018 წლის 1 აპრილს დასრულდება.

კონკურსიის წესების მიხედვით,  აპლიკანტმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it განაცხადი უნდა მოიცავდეს.

CV, შემსრულებლის პორტფოლიო (ვებ. გვერდი ან/და Facebook გვერდი), ესკიზს, ესკიზის კონცეფცია (მოკლე აღწერა, რამდენიმე წინადადება), შესრულების ტექნოლოგიას და გამოსაყენებელი მასალის შესახებ ინფორმაციას

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, კონკურსანტი უნდა იყოს სრულწლოვანი და კედელზე მინიმუმ სამი ნახატის შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. გამარჯვებული 2018 წლის 4 აპრილს გამოვლინდება  და ქუთაისის მერიისგან საჩუქრად 1 200 ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებს , ასევე დაუფინანსდება  ის სახატავი მასალები, რომელსაც ნახატის შერულებისთვის გამოიყენებს.  შერჩეული ნახატი კედელზე 13 აპრილადე განთავსდება.

ქუთაისში კინოთეატრ "მონპლეზირის" ტერიტორიაზე ორი კედელი  2016 წელს მოიხატა. ერთ კედელზე წარწერა "მე შენ მიყვარხარ", მეორეზე კი გოგონას მულტიმედიური პორტრეტი განთავსდა, რომლის ავტორი  ფრანგი მხატვარი გახლავთ.
Print