ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით ფრენები 40 ლარად სრულდება
FaceBook

ქუთაისის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება.


აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთის ფასი მოზრდილებისთვის 40 ლარია. 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30 %-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

მესტიის აეროპორტის ცნობით ნატახტარი - მესტიის ავიაფრენებით, 2015 წელს 4,458 მგზავრმა ისარგებლა და რეისის მიმართ მოთხოვნები დღითიდღე იზრდება.

ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით რეისები კვირაში ოთხჯერ ხორციელდება. (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ბავშვებისთვის კი 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა).

რეისებს ავიაკომპანია "სერვისეარი" 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით ასრულებს. ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია "Vanilla Sky" -ში.





 

Print