ახალი ამბები
"კვლევა არ არის მართებული" - ქუთაისის მერია TI-ზე
FaceBook
ქუთაისი მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია" საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იმ კვლევის შედეგებს არ იზიარებენ, რომელის მიხედვითაც მერია  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყველა სახის ინფორმაცია იდება.

" არ ვიზიარებთ "კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას არ აქვეყნებს. რადგან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, შესაბამისად, ეს შენიშვნა არ არის მართებული",  - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2014 წლის 27 აგვისტოს N32-ე დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით განთავსება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

"ქალაქ ქუთაისის საკრებულოს N32 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი, ბიუჯეტის შეასრულების ანგარიში; ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატის, პრემიის, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯის შესახებ და სხვა", - ნათქვამია კვლევაში.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს - TI
Print