ახალი ამბები
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ავანგარდში კერძო სასაფლაოს აწყობენ
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, კერძო სასაფლაო ეწყობა.
1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მეპატრონემ უკვე შემოღობა, მოაწყო ჭიშკარიც. ახლა ადგილზე სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორიის მფლობელი, თეიმურაზ იობაშვილი ქუთაისის მერიაში პროექტის შესატანად ემზადება. თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ადგილზე სასაფლაოს მოწყობას არ დაუშვებენ.

"ჩვენ ვიცით მოსახლეობის განწყობა, რომ არ სურთ იქ სასაფლაო გაკეთდეს. ასევე, ვიცი ქალაქის მერის პოზიცია და გაძლევთ 98%-იან გარანტიას, რომ იქ სასაფლაო არ მოეწყობა", - ამბობს მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით ზივზივაძე.

ავანგარდის მოსახლეობა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, იქ, სადაც მუნიციპალურ სასაფლაოს 11 ჰექტარზე მეტი უკავია, ახალი სასაფლაოს მოწყობას ეწინააღმდეგება. ადგილობრივებმა სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებიც კი შეაგროვეს.

თემურ იობაშვილმა ავანგარდის სასაფლაოს მიმდებარედ, 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასული წლის ბოლოს, კერძო მესაკუთრე, ვაჟა შავგულიძისგან გარიგების საფუძველზე შეიძინა.

ქუთაისი-წყალტუბოს საზღვარზე 4 ჰექტარი მიწის ისტორია და გზა, რომელიც მამაოსთან მიდის, ნახეთ სტატია.


ამავე თემაზე:

ბრძოლა კერძო სასაფლაოს წინააღმდეგ და გზა, რომელიც მღვდელთან მიდის

Print