ახალი ამბები
მრავალფეროვანი სახეები - ქუთაისში ფილმების ჩვენება გაიმართა
FaceBook
"ჰურიე", "ბიბლია ჟესტების ენაზე", "პოლონელი მღვდელი სამცხედან" და "ნიგერიელი გოგო თბილისში" - ეს იმ დოკუმენტური ვიდეოების სახელებია, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განხორციელდა.

ჩვენება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართა.

"მრავალფეროვანი სახეები" არის მულტიმედიური პლათფორმა, რომელიც შექმნილია ფეისბუკზე და განთავსებულია ჩვენ საიტზე ტდი.გე.ამ პლატფორმაზე განთავსებულია ფოტოისტორიები, დოკუმენტური ვიდეოები, სტატიები საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე", - აღნიშნა TDI ხელმაძღვანელმა ეკა ჭითნავამ.

მისი თქმით ეს პლათფორმა საშუალებას იძლევა "ახლო ხედით" ვნახოთ და გავიცნოთ კონკრეტული ადამიანები, სხვადასხვა ერთნიკური და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, მოვუსმინოთ მათიმ პრობლემებზე, რასაც ისინი საქართველოში აწყდებიან .
ჩვენებას ესწრებოდა ფილმების "ჰურიე" და "ნიგერიელი გოგო თბილისში" მთავარი გმირები.

ჰურიე აბაშიძემ ისაუბრა იმ პრობლემაზე, რაც მუსლიმ გოგონებს და ქალებს უდგათ საქართველოში.
"მართალია რელიგია გავალებს თავსაბურავი ატარო თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენს არჩევანზეა- შეგიძლია ატარო ან არ ატარო ჩემი შეგენებულია არჩევანია რომ ვატარო. ამის გამო არაერთხელ გამიგია შეფასება "რას გავხარ" და სხვა აგრესიული მიმართვები. თუმცა ისიც მოხდა რომ ერთმა ქრისტიანმა ბიჭმა ჩემს დანახვაზე თქვა "როგორი ლამაზი ხარ", - ყვება ჰურიე.

ჰურიემ ისაუბრა უმაღლესი განათლების მიღების პრობლემზე, რომელიც მუსლიმ ქალებში არსებობს.

"რელიგია არ გვიკრძალავს განათლების მიღებას თუმცა რატომღაც მუსლიმი გოგონები უმეტეს შემთხვევაში სახლში დაჯდომას დ ა დიასახლისობას ამჯობინებენ. ესეც მათი არჩევანია, თუმცა ამის მზები თავსაბურავიანი მუსლიმი ქალების მიმართ საზოგადოების და დამსაქმებლის მხრიდან სტიგმის ბრალიც არის, თითქოს ჩვენ ამით ვინმეს "ქართველობას ვართმევდეთ", - ამბობს ჰურიე.

შეხვედრაზე ისაუბრეს რასიზმის პრობლემაზე, რომელიც ნიგერიელმა გოგონამ არაერთხელ გადაიტანა საკუთარ თავზე. რასიზმის გამოვლინებები ქუჩაში, ტრანსპორტში, უნივერსიტეტში ლექტორების მხრიდანაც. 

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.

Print