ახალი ამბები
ტყიბულში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
ტყიბულში, სოფელ მუხურაში დამწვარი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
ის მკურნალობას თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადის.

სოფელ მუხურას გამგებლის ზაზა ყვავაძის ინფორმაციით,  დაზარალებულს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც მეზობელმა  ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. 

"მკურნალი ექიმის ინორმაციით, დაზარალებულს სხეულის 20 %-ზე ძლიერი დამწვრობა აქვს მიყენებული. დაუზიანდა ასევე სასუნთქი გზები. დაზიანება არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ამ დრომდე ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას",  - ამბობს გამგებლის წარმომადგენელი მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

მისი თქმით, დაზარალებული 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც შვილთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო ბრალდებული  70 წლამდე მამაკაცი, რომლსაც მხოლოდ მეუღლე ჰყავს. ზაზა ყვავაძის თქმით, ბრალდებული აგრესიით გამოირჩეოდა სოფლის მოსახლეობისადმი. თუმცა, ინფორმაციას არ ფლობს ჰქონდა თუ არა კომფლიქტი დაზარალებულსა და ბრალდებულს  შორის, რომლის საფუძველზე შესაძლოა მომხდარიყო ეს შემთხვვეა. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცისთვის ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 117 მუხლით მიმდინარეობს. 


ამავე თემაზე:

ტყიბულში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა
Print