ახალი ამბები
ტყიბულში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შემთხვევა 18 მარტს მოხდა.  დაზარალებული მკურნალობას თბილისში გადის.

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება კი საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს – 1967 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ თ.ქ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.
Print