ახალი ამბები
19-20 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, თბილი და უნალექო ამინდი 21 მარტამდე შენარჩუნდება. ხოლო 21 მარტს მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების გავრცელდება.

"21 მარტს მოსალოდნელია უმეტესად წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 18 გრადუსამდე გათბება, შესაძლოა, დაუბეროს დასავლეთის მიმართულების ძლიერმა ქარმა. ხოლო 22 და 23 მარტს ისევ გამოიდარებს და ჰაერი ტემპერატურა 24 გადუსამდე მოიმატებს",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდი იქნება, 24 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ამიდნი გაუარესდება და იწვიმებს. სინოპტიკოსების ვარაუდით, 25 მარტს მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა.



Print