ახალი ამბები
მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებისას დაშავებულები მკურნალობას ზესტაფონის კლინიკებში გადიან
FaceBook
ზესტაფონში მატარებლის სამგზავრო ავტობუსზე შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრების მდგომარეობა სტაბილურია.
ისინი ქალაქის ორ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

ზესტაფონის მერის მოადგილის, დავით ჩირგაძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რვა დაზარალებულის მდგომარება სტაბილურია. ამ დროისთვის შედარებით მძიმეა ავტობუსის მძღოლის მდგომარება, რომელიც უგონოდ იმყოფება.

"ერთ ადამიანს ჰქონდა ფეხი მოტეხილი, ჩაუტარდა ოპერაცია და მდგომარეობა სტაბილურია, რვა დაზარალებულიდან 3 დღეს გაეწერება სახლში, სამი მათგანი კი ხვალ, 18 მარტს. რაც შეეხება მძღოლს, აღმოჩნდა, რომ მას აუწია შაქარმა და ამ დროსთვის ის შედარებით მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა დაკვირვების ქვეშაა და გადის მკურნალობას," - ამბობს ჩვენთან საუბარში ზესტაფონის მერის მოადგილე, დავით ჩირგაძე.

ზესტაფონში მატარებელი ავტობუსს 16 მარტს დაეჯახა. პირველადი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ის ლიანდაგზე გადავიდა, რა დროსად მატარებელი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 7 მგზავრი დაშავდა.


Print