ახალი ამბები
ქუთაისის ააიპ-ების თანამშრომლებს ატესტაციის გავლა ახალი წესით მოუწევთ
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესი დაამტკიცა.
საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილების იურიდული საფუძველის დასაბუთება მოითხოვეს.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის განმარტებით, დამსაქმებელს შრომის კოდექსის მიხედვით აქვს უფლება შეამოწმოს დასაქმებულის კვალიფიკაცია და მოახდინოს მისი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება.
თუმცა, ამ განმარტებამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკმაყოფილო დატოვა.
"შეუსაბამოა ამ განმარტების მიხედვით ატესტაციისა და კონკურსის გამოცხადება. აღნიშნული მუხლის თაობაზე მე პირადად წავალ სასამართლოში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბესიკ ბრეგაძემ.
ააიპ-ების თანმაშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია უმრავლესობის წევრს, ნატო ქათამაძეს.
ქუთაისის მერიის ააიპ-ების თანამშრომელთა ტესტირების მეთოდიკის, შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების უზრუნველყოფა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას დაეკისრა.
დეა მანაგაძე
Print