ახალი ამბები
„ხატები მაინც გაგვაყიდინეთ“- გარემოვაჭრეები მერიას ვაჭრობის უფლებას სთხოვენ
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ 16 მარტს, დილიდან შეკრებილმა გარემოვაჭრეება, მერის მოადგილესთან, იუზა უგულავასთან დაგეგმილი შეხვედრა ვერ მოახერხეს.
მათი თქმით, მერის მოადგილემ ისინი 10 დღის წინ დაიბარა და შეხვედრაზე სწორედ დღეს შეუთანხმდა.

გარემოვაჭრეების თქმით,  იუზა უგულავასთან ე.წ. პასაჟების ტერიტორიაზე ხატების, საკანცელარიო ნივთებისა და სუვენირების გაყიდვის ნებართვაზე უნდა ესაუბრათ.

"ორი კვირაა არ გვიმუშავია, რომ დავჯდეთ დაჯარიმების გვეშინია, არ გამოვალთ და შიმშილისთვის ვართ განწირული. მხოლოდ "სტელაჟების" დადგმის უფლება მოგვცენ, პროდუქტების გაყიდვას არ ვითხოვთ", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ იუზა უგულავა ოჯახური პრობლემების გამო მათთან შეხვედრას ვერ მოახერხებს. მოგვიანებით, გარემოვაჭრეებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია ჩავიდა, რომელმაც გარემოვაჭრეები შეხვედრაზე 20 მარტს დაიბარა.

ქუთაისში გარევაჭრობა 1 მარტიდან აიკრძალა, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.


ამავე თემაზე:



გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)



Print