ახალი ამბები
ქუთაისის მერია 220 ობიექტს აუქციონზე გაიტანს
FaceBook
ქუთაისის მერია 220 მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას აუქციონის წესით გაასხვისებს.
ახალი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ ქონების პრივატიზებაზე მოთხოვნა გაზრდილია.

"მოქალაქეების მიერ შემოდის განცხადებები, რაც მოწმობს იმას, რომ გაზრდილია ქონებაზე მოთხოვნა. გასაყიდ ობიექტებს შორის არის რამდენიმე მაღალი ღირებულების ქონებაც", - ამბობს გიორგი გიორგობიანი.

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში მიწის ფასი 7%-ით გაზარდა. ცვლილება შეეხო ყველა ზონას.

ახალი დადგენილებით, ქუთაისის პირველ ზონაში 1 კვ.მ მიწის ფასი 190, მეორე ზონაში -135, ხოლო მესამე ზონაში 68 ლარი იქნება.

7-დან 10 ლარამდე ფასის ზრდას მხარი საკრებულოს არც ერთმა ოპოზიციონერმა წევრმა არ დაუჭირა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ცვლილება უარყოფითად აისახება ქონების შეძენის მსურველებზე. საბოლოოდ კი, ეს ბიუჯეტში საპრივატიზაციო გეგმის ჩავარდნას გამოიწვევს.


Print