ახალი ამბები
სამხედრო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება
FaceBook
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში, სადაც  ხუთი დღის წინ ხანძარი გაჩნდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ უკვე შეიცვალა სახურავი. აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია შენობის შიგნითაც.

ოთხსართულიან შენობაში, სადაც მერიის სამხედრო გაწვევის სამსახურია განთავსებული, ხანძარი 9 მარტს გაჩნდა. ცეცხლი დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა.

ხანძრის შედეგად დაიწვა სამსახურის უფროსის მოადგილის კაბინეტი. განადგურებულია ტექნიკა და დოკუმენტები.

ქუთაისის მერიის იფორმაციით, ზარალი 15 000 ლარს აღწევს.

წინასწარი ინფრომაციით, ცეცხლი სადენებს გაუჩნდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგები (ფოტო)





Print