ახალი ამბები
აუდიტის სამსახური ქუთაისის მერიის 4 ააიპ-ის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს
FaceBook
ქუთაისში არსებული ყინულის მოედანი, სპორტულ დაწესებულებთა გაერთიანება, ლიფტების გაერთიანება და მე-4 პოლიკლინიკა - ეს ის ააიპ-ებია, რომელთა ფინანსურ საქმიანობას ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახური სწავლობს.

ქუთაისის მერის განმარტებით, აღნიშნული შესწავლა სადამსჯელო ღონისძიება არაა და მსგავს საქმიანობას აუდიტის სამსახური პერიოდულად ახდენს.
"თუ არ არის დარღვევა ძალით ვერაფერს ვერ დავაბრალებთ ვერავის. თუ ერთი თეთრიც იქნება დარღვევა, არავის ეპატიება," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
Print