ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს დღის მეორე ნახევრიდან გამოდარებს და დათბება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 13-14 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. თუმცა,  მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი.

"ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსამდე მოიმატებს. თუმცა, მოსალოდნელი ქარი, რომელიც გაძლიერდება 20-25მ/წმ-მდე, შენარჩუნდება 14 მარტსაც",  - ამბობს  გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის უფროსი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 14 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. მაღალ მთაში თოვა და ჰაერის ტემპერატურა -1 +4 გრადუსამდეც დაეცემა, ხოლო დაბლობში ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 18 მარტიდან დასავლეთ საქართველოში კვლავ გამოიდარებს.
Print