ახალი ამბები
უფასო სადილის მოლოდინში (ვიდეო)
FaceBook
ვენერა გიორგაძე ერთ-ერთია, ვინც, შესაძლოა, ქუთაისის "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა სიის მიღმა დარჩეს.
სოციალური სააგენტოს მიერ, უფასო სასადილოთი მოსარგებლეთა სარეიტინგო ქულების გადამოწმების შედეგად, 121 მათგანს მინიმალურ ზღვარზე მაღალი ქულა მიუვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფასო სადილის მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ვენერა გიორგაძე, 30 წელია ავადმყოფ შვილს უვლის. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც მედიკამენტებსაც არ ჰყოფნის. ის გვიყვება, რომ "მადლიერების სახლიდან" წამოღებული საჭმელი მისი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი არ იცის როგორ შეძლებს შვილისა და საკუთარი თავის გამოკვებას:



ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სოციალურის სააგენტოს მიერ დადგენილი მაღალი ქულების მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმარველობა საკუთარი ძალებით გადაამოწმებს იმ ბენეფიციართა სოციალურ მდგომარეობას, რომლებსაც უფასო სადილის გარეშე დარჩენა ემუქრება.

მერის მოადგილის, ნინო თვალთვაძის თქმით, თუ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სიაში მყოფი ოჯახების ეკონომიური მდგომარეობა მძიმეა, ქუთაისის მერია შეცვლის მიდგომას და დაუშვებს გამონაკლისებს კონკრეტული ბენეფიციარების შემთხვევაში.

ქუთაისის "მადლიერების სახლს" სულ 800 ბენეფიციარი ჰყავს.  სოციალურად დაუცველებს უფასო სადილის მიღება დუმბაძისა და ავტომშენებლის ქუჩებზე არსებულ სასადილოებში შუძლიათ.


ამავე თემაზე:

ქუთაისში 121 ბენეფიციარი, შესაძლოა, უფასო სადილის გარეშე დარჩეს




Print