ახალი ამბები
ქუთაისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 დაშავებულიდან სამი მათგანი უკვე ბინაზე გაეწერა.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი მოზარდი და ერთი ზრდასრული მკურნალობას სტაციონარში აღარ საჭირობენ და ისინი სახლში გაწერეს.

"საავადმყოფოში რჩება ერთი ორსული, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მაინც საჭიროებს დაკვირვებას. დანარჩენ პაციენტებსაც, ასევე, უტარდებათ მკურნალობა," -  განმარტავენ ინტერევნციული მედიცინის ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავებული ყველაზე მცირეწლოვანი, ერთი წლისა და ორი თვის ბავშვი რეანიმაციიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 9 მარტს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანაქანა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად თერთმეტი ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ჯერ-ჯერობით, უცნობია რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

6 დაშავებული, ერთი გარდაცვლილი - ავტოავარია ქუთაისთან

ქუთაისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 11 დაშავებულიდან 6 არასრულწლოვანია

Print