ახალი ამბები
სტიქიამ იმერეთის მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეუქმნა
FaceBook
სტიქიის შედეგად იმერეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა.

ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში 10 მარტის დილით მეწყერი ჩამოწვა, რამაც 2 ოჯახი დააზარალა.

საჯავახოს თემის წარმომადგენლის, შავლეგ თარგამაძის თქმით, აღნიშნული სოფელი მეწყრულ ზონაშია და საფრთზე დაახლოებით 15 ოჯახს ემუქრება.

"მოხდა გეოლოგების მხრიდან შესწავლა, მათი რეკომენდაცია არის, რომ გვიან გაზაფხულზე მოხდეს გამაგრებითი სამუშაოები, რომ ოჯახებს საფრთხე არ შეექმნათ," - ამბობს ჩვეთან საუბარში, შავლეგ თარგამაძე.

უხვი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. წყალტუბოს მერიაში აცხადებენ , რომ ადგილზე სამუშაოები ინტერნსიურად მიმდინარეობს და გზის ნაწილი უკვე გაწმენდილია.

"მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია, დილით ჩამოწვა მეწყერი გუმათჰესის გზაზე და ჩაიკეტა მოძრაობა, თუმცა მძიმე ტექნიკა აქტიურად მუშაობდა და გზა უკვე გაწმენდილია, მსუბუქი ავტომობილები უპრობლემოდ გადადგილდებიან," - განმარტავენ წყალტუბოს მერიაში.

ძლიერმა ქარმა დააზარალა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისას საჯარო სკოლაც. სკოლის ნაწილს ქარმა სახურავი გადახადა. გორისას გემგებლის ინფორმაციით, დაზიანებულია 40 კვ.მ ფართის სახურავი.

"სამაშველო სამსახურმა გუშივე მოახერხა დამაგრება, თუმცა ეს დროებითია და საჭიროა, რომ მალე მოხდეს შეკეთება. გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და მოხდება ზარალის დათვლა," - განმარტავს სოფელ გორისას გამგებელი, თემურ ნასარიძე.

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო 11 საათთის მონაცემებით 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
Print