ახალი ამბები
დაიჭირე წამი - მოსწავლეების ლიტერატურული კლუბი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ლიტერატურისა და ხელოვნების კლუბი Carpe Diem „დაიჭირე წამი“ ერთ წელზე მეტია არსებობს. იგი  ქუთაისში, აფხაზეთის განათლების სამინისტროს  #5 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.

კლუბის შექმნის იდეა ამავე სკოლის პედაგოგ ლელა ფრუიძეს და მის მოსწავლეებს გაუჩნდათ. კლუბის წევრები სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან. ისინი, ლელა ფრუიძესთან ერთად, კვირაში ორჯერ იკრიბებიან და განიხილავენ ლიტერატურულ ტექსტებს, ფილმებს, უსმენენ მუსიკას.

უპირატესობას თანამედროვე, ნიჭიერ და ნაკლებად ცნობილი ავტორების შემოქმედების გაცნობას ანიჭებენ.

კლუბის ხელმძღვანელი და წევრები აწყობენ გასვლით შეხვედრებს ,ასევე აქციებს - ფურცლებზე ამობეჭდილ ლექსებს არიგებენ ქუჩაში.

კლუბის წევრების თქმით, აქ იქმნება ალტერნატიული სივრცე, რაც ამრავალფეროვნებს მათ ცხოვრებას და რუტინულ სასწავლო პროცესს.


Print