ახალი ამბები
ქუთაისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 11 დაშავებულიდან 6 არასრულწლოვანია
FaceBook
ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 დაშავებულიდან 6 მოზარდი და  ერთი  ორსულია.

ყველა მათგანი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, ზრდასრულების მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით მძიმეა 4 მოზარდის მდგომარეობა. ორი არასრულწლოვანი კი რეანიმაციაში იმყოფება.

"რეანიმაციაში მყოფი ერთ მოზარდი მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით არის შემოყვანილი, მეორეს კი ტვინის შერყევა აქვს. მათი მდგომარეობა შედარებით მძიმეა",-ამბობენ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანაქანა და ბათუმი- თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად თერთმეტი ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

Print