ახალი ამბები
6 დაშავებული, ერთი გარდაცვლილი - ავტოავარია ქუთაისთან
FaceBook
ქუთაისთან ახლოს ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეს ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს ერთ-ერთ ავტომობილში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

"სამგზავრო მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა, თუმცა არ ვიცით რა მიმართულებით მიდიოდა," - ამბობენ თვითმხილველები.

შემთხვევა, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ ქუთაისის გასასვლელში ზესტაფონის გზაზე, მდინარე წყალწითელას ხიდთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაშავებულია ექვსი და გარდაცვლილია ერთი მგზავრი. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა.
Print