ახალი ამბები
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგები (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ოთხსართულიან შენობაში, სადაც მერიის სამხედრო  გაწვევის სამსახური არის განთავსებული, ხანძარი გაჩნდა. ობიექტს ცეცხლი 9 მარტს დილის საათებში გაუჩნდა და ის ამდროისთვის ლოკალიზებულია.  ხანძარი შენობის დაცვის  თანამშრომელმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა. 



"ადგილზე მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა. სახანძრომ ჩააქრო  ცეცხლი", - ამბობს სამსახურის სპეციალისტი არჩილ კუბლაშვილი. 

ხანძრის შედეგად დამწვარია მესამე სართულზე არსებული, მერიის სამხედრო  გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილის კაბინეტი.  შემთხვევის ადგილზე მყოფების თქმით, განადგურებულია იმ ოთახში არსებული ტექნიკა და დოკუმენტები. 



წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სადენები იყო. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ობიექტი  ქალაქის ცენტრში, მერიის ადმინისტარციული შენობის გვერდით მდებაროებს, სადაც  სამხედრო გაწვევის სამსახურის გარდა,  ააიპ   ქუთაისის საბავშვო-ბაღების გაერთიანებაც ფუნქციონირებს.  

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.
Print