ახალი ამბები
ფემინისტი ქალების მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
"ქუთაისი და ქალთა მოძრაობა" ამ სახელწოდებით ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის #3 სკოლაში ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიების ფარგლებში ქუთაისის ქალთა გიმნაზიის იმ კურსდამთავრებულთა ამსახველი მცირე გამოფენა მოეწყო, რომლებმაც საქართველოში ქალთა მოძრაობის გააქტიურებაში, განათლებასა და კულტურის სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.



"სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ფემინისტური მოძრაობა და აღსანიშნავია, რომ წმ. ნინოს გიმნაზიაში სწავლობდნენ ქალები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობას. სწორედ აქ სწავლობდნენ პირველი ფემინისტი ქალები. დღეს ჩვენ სწორედ ამ ქალთა ისტორიების დღეს აღვნიშნავთ", - ამბობს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი, ქეთი ბერძენიშვილი.



ღონისძიება ქუთაისის მერიისა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის მედია ცენტრის ინიციატივით შედგა.
Print