ახალი ამბები
პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი დაამტკიცა
FaceBook
პარლამენტმა მესამე მოსმენით “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
აღნიშნული კანონი მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება და მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას, კონსულტირებასა და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა, მონიტორინგი განახორციელოს მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე. შესაბამისად, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, გარკვეული სანქციები გამოიყენოს იმ დაწესებულებების მიმართ, რომელშიც მიმდინარეობს მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოები.

ამ დრომდე ინსპექტირება იყო სარეკომენდაციო ხასიათის ატარებდა. სამი თვის განმავლობაში შემუშავდება სამოქმედო გეგმა როგორ  დაახლოებით 42 000 კომპანიის შემოწმება. თუმცა, პირველ ეტაპზე ის კომპანიები შემოწმდებიან, რომლებიც ყველაზე  ყველაზე მეტად ფიქსირდება დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.

თითოეულ დარღვევაზე განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო მაქსიმალური ეს არის 14 ათასი არსებული კანონის მიხედვით. დარღვევები გამოიყოფა შემდეგნაირად - არა არსებითი, არსებითი და კრიტიკული ხასიათის დარღვევები . არა არსებითი და არსებითი არის ისეთი სახის დარღვევა, რომელიც მყისიერ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ხოლო მესამე ეს არის კრიტიკული სახის შეუსაბამობა, რომელიც მყისიერ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. გარდა ამისა იმ კომპანიებში, სადაც 20-მდე ადამიანი მუშაობს უნდა შეიქმნას უსაფრთხოების მენეჯერის შტატი, ხოლო 100 მდეტი დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიაში ორი უსაფრთხოების მენეჯერი უნდა დაინიშნოს. 

პროექტი, რომლის ინიციატორიც მთავრობაა, 88-ხმით დაამტკიცეს.

ამავე თემაზე:

2018 წლიდან, მშენებლობებზე, სიმაღლეზე მომუშავეებს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევთ

შრომის ინსპექციამ ქუთაისში ათ თვეში 62 ობიექტი შეამოწმა 

შრომითი უსაფრთხოებისთვის სამუშაო ჯგუფი იქმნება

შრომა უსაფრთხოების გარეშე
Print