ახალი ამბები
ირაკლი მერკვილაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ
FaceBook
ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის, ირაკლი მერკვილაძის გათავისუფლების მოთხოვნით, მხარდამჭერები საპროტეტსტო აქციებს აანონსებენ.
სამედიცინო დაწესებულების პერსონალი თანამშრომლებისა და პაციენტების ხელმოწერებსაც აგროვებს.

სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი და ბრალდებულის მეუღლე, ეკა ჩინჩალაძე ამბობს, რომ ირაკლი მერკვილაძე უკანონო პატიმარია და დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"დავიწყებთ საპროტესტო აქციებს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე, ვაგროვებთ ხელმოწერებს. ეს არის ის მცირედი, რაც შეიძლება მისთვის გავაკეთოთ. ის, რომ ირაკლი ექიმი დღეს არის პატიმარი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი", - ამბობს ეკა ჩინჩალაძე.

ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, ირაკლი მერკვილაძე 2018 წლის 26 იანვარს, სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ბრალად ედება 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. თუმცა, სააპელაციო სასამართლოში პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.



ამავე თემაზე:


ირაკლი მერკვილაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ


Print