ახალი ამბები
იმერეთის ერთ-ერთი სასწავლებლის ხელმძღვანელი ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტზე დააკავეს
FaceBook
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,იმერეთის ერთ-ერთი სასწავლებლის ხელმძვანელი ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტზე დააკავა.

გამოძების  ინფორმაციით, ბრალდებულმა, 1 800 ლარად დაამზადა და გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


Print