ახალი ამბები
სახალხო დამცველი ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა
FaceBook
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, ომბუდსმენმა დაათვალიერა პანსიონატის შენობა, შეამოწმა საკვებისა და მედიკამენტების მარაგი.

ბენეფიციარები ომბუდსმენს პრობლემებზეც ესაუბრნენ. მათი თქმით, პანსიონატის სიახლოვეს არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც გადაადგილების პრობლემას უქმნით, ახლობლებს კი,  მათ მონახულებას ურთულებს.

სახალხო დამცველთან თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს პანსიონატის თანამშრომლებმაც. მათი თქმით, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკისა, მათი ანაზღაურება 200-დან 350 ლარამდე მერყეობს.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, პანსიონატის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხანდაზმულები პერსონალთან ურთიერთობით კამაყოფილი არიან.

პანსიონატში არსებული პრობლემების აღმოფხვრის რეკომენდაციით სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 95 ადამიანი ცხოვრობს.





Print