ახალი ამბები
აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტთა დაფინანსებას იწყებს
FaceBook
სტუდენტთა სწავლის საფასურის ნაწილობრივ დასაფინანსებლად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა განცხადებების მიღებას იწყებს.

დაფინასნების მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ, დედით ან მამით ობოლ, დედმამიშვილ სტუდენტებსა და ცოლ-ქმარ სტუდენტებს.

ამ დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 31 მარტამდე, სტუდენტურ თვითმმართველობაში უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა, პირადობის მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასახელებული კრიტერიუმების არსებობა დასტურდება.

Print