ახალი ამბები
ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელთან დროშა აღიმართება
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევის გადაკვეთაზე არსებულ წრესთან, საქართველოს ეროვნული დროშა დაიდგმება.

დროშა 36 მეტრის სიმაღლეზე აღიმართება.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტის შედგენისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი (NAT180003520) უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბოძი, რომელზეც დროშას დაამაგრებენ 36 მეტრი სიგრძის უნდა იყოს. დროშის ქვეშ კი 4 სანათი დამონტაჟდება.

ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად პროექტის შედგენაში ქუთაისის მერია 4 500 ლარს გადაიხდის.
Print