ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორად, შესაძლოა, ერთ-ერთი ვიცე-გუბერნატორი დაინიშნოს
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორის პოსტზე, შესაძლოა, მხარის ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნოს.

იმერეთის მოქმედი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა,  "ქართულმა ოცნებამ" ვანისა და ხონის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელოს.

"არ მაქვს ეგეთი ინფორმაცია," - ამბობს  ჩვენთან საუბარში გრიგოლ დალაქიშვილი.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გუბერნატორი ამჟამად მივლინებით გერმანიაში იმყოფება და ამ მიზეზის გამო გივი ჭიჭინაძის დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად 2017 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე პაატა ნადირაძე შეცვალა, რომელიც ამჟამად ჭიათურის მერი გახლავთ. სამხარეო ადმინისტრაციაში გადასვლამდე 2 თვით ადრე, გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისის მესამე ვიცე-მერად დაინიშნა.

გივი ჭიჭინაზე კი იმერეთის გუბერნატორის პოსტს 2015 წლის თებერვლიდან იკავებს.

ვანისა და ხონის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქში შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართება.


Print