ახალი ამბები
ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია 5 მარტს იწყება
FaceBook
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 5 მარტს იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მაია მიმინოშვილის განმარტებით, გარდა აბიტურიენტებისა, დღეს 15:00 საათიდან რეგისტრაცია იწყება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისთვის.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.gov.ge და online.naec.ge უნდა გაიარონ.
Print