ახალი ამბები
როგორ შევქმნათ ფილმის სცენარი - ქუთაისში „ევრაზიადოკის" პრეზენაცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში შეხვედრა გაიმართება.

საპროდიუსერო კომპანია "ოპიოდოკი" ფრანგული დოკუმენტური პროგრამის - "ევრაზიადოკის" შესახებ საინფორმაციო შეხვედრებსა და პრეზენტაციებს გამართავს.

"ევრაზიადოკი" დოკუმენტური ფილმების განვითარების ფრანგული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს დამწყებ დოკუმენტალისტებს განავითარონ საკუთარი იდეა და ევროპელი ტრენერების დახმარებით შექმნან დოკუმენტური ფილმის სცენარი.


"ევრაზიადოკ საქართველოს" პროგრამის ხელმძღვანელი და რეჟისორი - მარიამ ჭაჭია ისაუბრებს პროექტ ევრაზიადოკის შესახებ და დაინტერესებულ ადამიანებს გააცნობს პროგრამაში მონაწილეობის პირობებს.

შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის მხარდაჭერით  ტარდება, რომელიც 6 მარტს 13:00 სთ-ზე გაიმართება.


Print