ახალი ამბები
ქუთაისში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
FaceBook
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის სამხარეო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და მოვალეობებზე ისაუბრეს, ასევე რა რისკებთანაა დაკავშირებული პერსონალურად და ქვეყნისთვის ამ პირობების დარღვევა.

"ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, გაჩნდა გარკვეული პრობლემები, მოქალაქეები ბოროტად სარგებლობენ ამ უფლებით. ზოგჯერ ეს გათვითცნობიერებულად ხდება ან პირიქით. ეს არ არის ერთი რომელიმე უწყების ინტერესი ან მოვალეობა. ამ პროცესში ჩართულია, ასევე არასამთავრობო სექტორი და საპატრიარქო. იმისთვის, რომ არ შევაფერხოთ ევროინტეგრაციის პროცესი, ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს," - განაცხადა შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე ნოზაძემ.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა. მოსახლეობა მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების დროს მათ უფლებებსა და მოვალეობებზე.



Print