ახალი ამბები
ქუთაისში უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა  დაიტბორა. წყალი დგას ლორთქიანიძისა და წერეთლის ქუჩებზე, ასევე,  ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში" ამბობენ, რომ ლორთქიფანიძის ქუჩაზე სანიაღვრე არხი არ არის და  მისი  დატბორვა ამან გამოიწვია. წერეთლის ქუჩაზე კი არხის გაწმენდის სამუშაოებს ააიპის თანამშრომლები ამ წუთებში ახორციელებენ.


სანიაღვრე არხის გაწმენდა წერეთლის ქუჩაზე


ღვარსადენების გაწმენდა თაბუკაშვილის ქუჩაზე

სინოპტიკოსები 6 მარტიდან ტემპერატურის მომატებას პროგნოზირებენ.


Print